logo
ENG



კრემლი დასავლელ პარტნიორებს აფრთხილებს, უკრაინა რუსეთზე თავდასხმისთვის "არ წაახალისოს"

28 აპრ 202216:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/28/8cb6tq5ltz1mmjr.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ პრესკონფერენციაზე დასავლელი პარტნიორები გააფრთხილა, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ წაახალისოს.

“შემდგომ პროვოკაციას, რომელიც უკრაინას რუსეთის ობიექტებზე დარტყმისკენ უბიძგებს, რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

ზახაროვამ გაფრთხილებისას დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, ჯეიმს ჰიპი გამოყო, რომელმაც ადრე თქვა, რომ კიევის მხრიდან რუსეთზე საპასუხო შეტევა ლეგიტიმური იქნება.

ზახაროვას თქმით, რუსეთი არ დაუშვებს ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც უკრაინას სტუმრობენ, რუსეთი ახლომდებარე უკრაინულ ობიექტებზე საპასუხო დარტყმებისგან შეაჩერონ. 

“დასავლეთის ქვეყნის მრჩევლები, რომლებიც უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში რჩებიან, სულაც არ იქნება პრობლემა რუსეთის საპასუხო ზომებისთვის,” - აღნიშნა ზახაროვამ.


close დახურვა